მიროსლავ კლოზემ მის მიერ ხელით გატანილი გოლის გაუქმება მოითხოვა

AutoSharing Option
"ლაციოს" ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ არბიტრს იმ გოლის გაუქმება მოსთხოვა, რომელიც მან "ნაპოლისთან" (0:3) იტალიის ჩემპიონატის მატჩში ხელით გაიტანა.

შემთხვევა შეხვედრის მეოთხე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ კლოზეს, მცველთან ორთაბრძოლისას, ბურთი ხელზე მოხვდა და კარში შეფრინდა.

მსაჯმა თამაშის გასანახლებლად ცენტრისკენ მიუთითა, რამაც "ნაპოლის" ფეხბურთელების აღშფოთება გამოიწვია.

მდგომარეობა თავად 34 წლის ფეხბურთელმა განმუხტა, რომელმაც არბიტრს მომხდარის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც რეფერიმ გოლის გაუქმება გადაწყვიტა.

ამ საქციელისთვის კლოზე ორივე გუნდის ფანებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

ასევე იხილეთ:
ვალტერ მაძარი: მიროსლავ კლოზე
ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცია!
მარადონას და მესის კი არა გავს!!!
უშანგი
01:56 28-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული