შემთხვევა შეხვედრის მეოთხე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ კლოზეს, მცველთან ორთაბრძოლისას, ბურთი ხელზე მოხვდა და კარში შეფრინდა.
მსაჯმა თამაშის გასანახლებლად ცენტრისკენ მიუთითა, რამაც "ნაპოლის" ფეხბურთელების აღშფოთება გამოიწვია.
მდგომარეობა თავად 34 წლის ფეხბურთელმა განმუხტა, რომელმაც არბიტრს მომხდარის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც რეფერიმ გოლის გაუქმება გადაწყვიტა.
ამ საქციელისთვის კლოზე ორივე გუნდის ფანებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
ასევე იხილეთ:
ვალტერ მაძარი: მიროსლავ კლოზე
მარადონას და მესის კი არა გავს!!!