პენალტები სერია A-ში: შანსი 50/50-ზეა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში სერია A-ში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმების მხოლოდ 52 პროცენტი იქნა რეალიზებული.

22 დანიშნული პენალტიდან მხოლოდ 12 გაიტანეს. მხოლოდ 26 სექტემბერს ორი თერთმეტმეტრიანი გაცუდდა - ედინსონ კავანიმ ("ნაპოლი") და მარკო ბორიელომ ("ჯენოა") მეკარეებთან დუელის მოგება ვერ შეძლეს.

"სამწუხარო" სტატისტიკის რისხვა "პარმაა". პარმელებს ხუთი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება მიეცათ, მაგრამ მხოლოდ ორი გაიტანეს.

"პარმას" შემდეგ ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი "იუვენტუსს" და "ჯენოას" ჰქონდათ - სამ-სამი. ტურინელებმა ორი მათგანი გაიტანეს, გენუელებმა კი მხოლოდ ერთი.

"ჯენოას" დარად, ორი პენალტი გააცუდა "კალიარიმ". ორივე თერთმეტმეტრიანი დარტყმა
"ატალანტას" გოლკიპერმა კონსილიმ მოიგერია.

"ინტერის", "რომას", "კატანიას" და "პალერმოს" მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჯერ კიდევ არ დანიშნულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული