კარლო მაცონე: პეპ გვარდიოლა სამუშაოდ იტალიაში მოდის

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა მწვრთნელმა კარლო მაცონემ ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება გააგრძელოს სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.

"მომავალ წელს პეპი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მილანურ კლუბს ჩაიბარებს, ოღონდ რომელს - "მილანს" თუ "ინტერს", ეს მე არ ვიცი.

პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე მესტუმრება. ვკითხე: "როგორც ტურისტი, ისე მოხვალ, თუ როგორც ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი?" მან კი მიპასუხა: "ასეც და ისეც", - უთხრა მაცონემ Il Subsidiario-ს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გვარდიოლა ნიუ იორკში ცხოვრობს და სამწვრთნელო საქმისგან ისვენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული