მარკო ბრანკა ტრანსფერების შესახებ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თამაში “ინტერმა” პატიოსნად მოიგო, მაინც არ წყდება საუბრები იმაზე, რომ ასეთი გუნდით ანდრეა სტრამაჩონი ფიასკოსთვის განწირულია.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური გრანდის მესვეურები აქედანვე ფიქრობენ ზამთრის სატრანსფერო პერიოდზე და განსაკუთრებით, თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადებიან.

ლაპარაკია ფერნანდო ლორენტეს შესაძლო ტრანსფერზე, რომელსაც ზაფხულში “იუვენტუსში” უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ამ თემაზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გააკეთა:

“ლორენტე ექსტრაკლასის ფორვარდია და მის გადაბირებაზე ნამდვილად არ ვიტყოდით უარს, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ესპანელებთან
არც მოლაპარაკება წამოგვიწყია და არც გეგმები დაგვისახავს.

ისე კი, შეტევის გაძლიერება ურიგო არ იქნებოდა და ზამთარში ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს სატრანსფერო საკითხებზე არ ვმუშაობთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული