"მილანი" რობინიოს გასაშვებად მზადაა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი რობინიო ზამთარში შესაძლოა ბრაზილიურ "სანტოსში" გადავიდეს.

"როსონერი" ხარჯების შემცირებას აგრძელებს და სილვიო ბერლუსკონის უკომპრომისო პოლიტიკის მორიგი მსხვერპლი შესაძლოა რობინიო გახდეს.

ამ დროისთვის ბრაზილიელი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს. ასე რომ, "მილანი" ფეხბურთელისთვის სხვა კლუბში გადასვლაში ხელის შეშლას არ აპირებს.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ "სანტოსი" რობინიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული