"როსონერი" ხარჯების შემცირებას აგრძელებს და სილვიო ბერლუსკონის უკომპრომისო პოლიტიკის მორიგი მსხვერპლი შესაძლოა რობინიო გახდეს.
ამ დროისთვის ბრაზილიელი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს. ასე რომ, "მილანი" ფეხბურთელისთვის სხვა კლუბში გადასვლაში ხელის შეშლას არ აპირებს.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ "სანტოსი" რობინიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.