ლეონარდო ბონუჩის თამაში "რომასთან" მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ 27 სექტემბრის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

28 სექტემბერს ფეხბურთელი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რომელიც გაარკვევს, შეძლებს თუ არა ის "რომასთან" დაპირისპირებაში "ბიანკონერის" დახმარებას.

თუ ბონუჩი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილს ლუკა მარონე დაიკავებს, რომელიც კონტე-კარერას დუეტმა მიმდინარე სეზონში ცენტრალურ მცველად აქცია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული