ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მეხუთე ტურის მატჩში მოედანზე სულ 20 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც კოჭლობა დაიწყო და ის ანტონიო კასანოთი შეცვალეს.
თავდაპირველად მილანელი ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას მხოლოდ მცირე დაჭიმულობა ჰქონდა მიღებული და უკვე შემდეგი ტურის მატჩისთვის მზად იქნებოდა. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ფეხბურთელს კუნთი ჰქონდეს გაწყვეტილი.