ამასთან, ფედერკალჩოსგან დისკვალიფიკაცია აქვს და თავისი გუნდის თამაშებს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს. კონტეს მოვალეობას რომ მასიმო კარერა ასრულებს, ესეც გეცოდინებათ, მაგრამ შესაძლოა "იუვენტუსი" მის გარეშეც დარჩეს.
დიახ, იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა კარერა დაუგეგმავ, გაუფრთხილებელ მკვლელობაში ამხილეს და სასჯელსაც მალე გამოუტანენ. სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერს შედგება და განაჩენიც გაცხადდება...
რაც შეეხება კარერას ბრალეულობის არსს, აქვე გეტყვით, რომ საქმე საავტომობილო შემთხვევას ეხება. ავარიაში ერთბაშად სამი მანქანა
როგორც გაირკვა, ავარიის გამომწვევი სწორედ კარერა გახლდათ, რომელიც თავისი "მერსედესით" "ფორდს" შეეჯახა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ იმ მანქანას შეასკდა, სადაც გოგონები ისხდნენ.
მოკლედ, "იუვენტუსის" დამრიგებელი მთავარი დამნაშავე გახლავთ და განაჩენის მოლოდინშია. თუ რას ითვალისწინებს იტალიის კანომდებლობით აღნიშნული დანაშაული და თუ რა განაჩენს უნდა ელოდოს კარერა სასამართლოსგან, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"