ალესანდრო მატრი: ბოლოს და ბოლოს გავიტანე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ ალესანდრო მატრის გოლი თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი და მოხარულია, რომ ბოლოს და ბოლოს "რომასთან" (4:1) შეხვედრაში უგოლო სერიის შეწყვეტა მოახერხა.

"როდესაც გავიტანე, თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. მეტოქის კარის აღებას ხომ მრავალი თვის განმავლობაში ვერ ვახერხებდი.

ასევე ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსის" გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებ", - თქვა მატრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული