"საქმე ისაა, რომ თამაშის ბოლოს რობინიო იმედგაცრუებული იყო. ჩვენ ხომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამიტომაც წავიდა გასახდელში. სხვა მოთამაშეებთან ან ფანებთან მას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
რაც შეეხება თვითონ მატჩს, კარგად ვთამაშობდით. მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა "ზენიტთან" დაპირისპირების წინ კიდევ უფრო მოტივირებულები ვართ და ამ შეხვედრის მოგება გვსურს", - განაცხადა ბონერამ.