მასიმილიანო ალეგრი: შეგვეძლო სახლში სამი ქულა მშვიდად წაგვეღო

AutoSharing Option
"მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი წუხს, რომ მსიმა გუნდმა "პარმასთან" (1:1) მატჩში სამი ქულის აღება ვერ მოახერხა.

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეტოქის კართან თითქმის არაფერი შეგვიქმნია. აი, პირველი ტაიმის შემდეგ კი გუნდის მოქმედებები შეტევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ნამდვილი სირცხვილია, რომ სამი ქულის მოპოვება ვერ შევძელით. შეგვეძლო სახლში სამი ქულა მშვიდად წაგვეღო. ახლა "ზენიტთან" დაპირისპირებისთვის მოვემზადებით. ვალდებულნი ვართ პეტერბურგელებს მოვუგოთ.

ელ შაარავი? ის ძალიან ახალგაზრდაა. მხოლოდ 20 წლისაა. მაგრამ უკვე შესამჩნევია მიის სისწრაფე, ამტანობა და კარზე დაგეშილობა. თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს", -
განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული