დანიელე დე როსი: როგორც ჩანს ტურინის "იუვენტუსმა" ჩვენი ყველა სუსტი წერტილი იცის

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ტურინის "იუვენტუსთან" (1:4) მტკივნეული დამარცხების შესახებ ისაუბრა.

"ტურინელებიო ჩვენზე ბევრად უკეთები იყვნენ. ისე ჩანდა, თითქოს მათ ჩვენი ყველა სუსტი წერტილი იცოდნენ. ყველა ხედავდა, რომ დაპირისპირების ბედის შეცვლის არცერთი გზა არ გვქონდა. "რომას" მხოლოდ მეორე ტაიმში გამოუვიდა რაღაც და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ "იუვენტუსი" მოდუნდა.

მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი სეზონია, ამიტომ დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია. ბოლოს და ბოლოს "ბიანკონერისთან" შეხვედრა ყოველ კვირას არ მოგვიწევს. მოდით, ჯერჯერობით წერტილს ნუ დავსვამთ და ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ
სკუდეტოსთვის ბრძოლა არ შეგვიძლია", - განაცხადა დე როსიმ.

ასევე იხილეთ
ალესანდრო მატრი: ბოლოს და ბოლოს გავიტანე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული