იტალია. სერია A. VI ტური: ტურინში მგლებზე ინადირეს

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" რომა" მიიღო და მეტოქე მიწასთან გაასწორა. 4:1 და უამრავი საგოლე მომენტი, რომლებიც მასპინძლებმა მეტოქის კართან შექმნეს.

რამდენჯერმე "რომას" კარი ძელმა იხსნა და მთლიანობაში, ერთი გუნდი მეორეს ორი თავით აღემატებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსმა "რომა" გააქრო, რადგან ტურინული გრანდის ახალ არენაზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა.

მასპინძლებმა გოლებიც ერთობ ეფექტური გაიტანეს... შეხვედრის მე-11 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საჯარიმო დარტყმა ანდრეა პირლომ შეასრულა და ბურთი მეკარისაგან დაბალ კუთხეში მოათავსა.

ხუთიოდე წუთში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს,
რომელიც გოლად არტურო ვიდალმა აქცია. კიდევ სამი წუთი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ალესანდრო მატრიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მეორე ტაიმში პაბლო ოსვალდომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ სებასტიან ჯოვინკომ სტატუს-ქვო აღადგინა.

"იუვემ" საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში და ერთ-ერთი საუკეთესო, რაც გუნდს ანტონიო კონტე უდგას სათავეში. ტურინელები უსწრაფესად გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში და თანაბარი წარმატებით უტევდნენ როგორც ფლანგებიდან, ისე ცენტრიდან.

რაც შეეხება "რომას", გუნდი სრულიად მოშლილი გახლდათ და მეტოქეს, პრაქტიკულად, ვერაფერი დაუპირისპირა.

ნამატჩევს სტუმართა მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი იმედგაცრუებული გახლდათ:

"მოძველდა თუ არა ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია? - ეს არ იყო ჩემი ფეხბურთი, ეს არ იყო ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. სამწუხაროდ, შეგირდებმა ვერც ერთი დავალება ვერ შეასრულეს და შედეგად, ფიასკო განვიცადეთ.

ეს მეტოქის დამსახურებაა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა.

უნდა ვაღიარო, რომ "იუვენტუსი" შეუდარებელი იყო და სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. რაც შეგვეხება ჩვენ, პრობლემები გვქონდა როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში.

საკუთარი თამაში ჯერ კიდევ მოსაძებნი გვაქვს და ეს პრობლემა თუ უახლოეს პერიოდში ვერ გადავჭერით, შეიძლება სეზონიც ჩაგვივარდეს. ამიტომ ძალების მაქსიმალური მობილიზება და სრული კონცენტრაციაა საჭირო".


მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა დანიელე დე როსიმ და ბოლოს მას გადავცეთ სიტყვა:

"ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მეტოქემ ჩვენი ყველა სუსტი მხარე ზედმიწევნით კარგად იცოდა. ნათელია, რომ ტურინელები თითოეული შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად ემზადებიან და შედეგიც ამად აქვთ შესანიშნავი. ფაქტია, მეტოქემ დაგვჩაგრა და დამსახურებულად გაიმარჯვა".


* * *
29 სექტემბერს მეორე შეხვედრა "სტადიო ენიო ტარდინიზე" შედგა, სადაც "პარმამ" "მილანს" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა, 1:1.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, ანგარიშიც მათ გახსნეს, მაგრამ უკვალოდ არც მასპინძელთა მონდომებას ჩაუვლია.

კიდევ ერთხელ გაიბრწყინა სტეფან ელ შაარავიმ, რომელმაც ემილიელებს შესანიშნავი გოლი გაუტანა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უნიჭიერესი ფორვარდია.

აქვე გავიხსენოთ, რომ როდესაც "მილანიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩი წავიდა, "პატარა ფარაონმა" ღიად განაცხადა, რომ შვებით ამოისუნთქა და შვედის გარეშე ბევრად უფრო თავისუფლად და ლაღად ათამაშდებოდა...

ეს ასეც მოხდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იბრა "მილანს" ძალიან, ძალიან დააკლდა. ფაქტია, ლომბარდიელები ტაატით აგროვებენ ქულებს და თუ ასე გააგრძელეს, მაქსიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლონ.

ცალკე სალაპარაკო თემაა ის, რომ "პარმასთან" შეხვედრაში "მილანის" დაცვის ცენტრს კოლუმბიელები კრისტიან ზაპატა და მარიო იეპესი ამაგრებდნენ... ზოგადად, კოლუმბიელების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ გუნდში, სადაც დაცვის ცენტრში წლების განმავლობაში ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა და პაოლო მალდინი თამაშობდნენ, ზაპატა-იეპესის ტანდემი მართლაც რომ საგანგაშოდ გამოიყურება.

მოკლედ, "მილანს" საკადრო პრობლემები აქვს, შედეგსაც შესაბამისს იმკის და ალეგრიც ტურიდან ტურამდე იმეორებს, რომ აწმყო თუ არა სწყალობს, მომავალი მისია...

* * *
"ნაპოლიმ" ურთულეს ბრძოლაში "სამპდორია" დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გენუაში გამგზავრებამდე ვალტერ მაცარიმ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი გუნდი გასვლით თამაშებშიც ისეთივე დამაჯერებელი და სტაბილური უნდა იყოს, როგორც საკუთარ "სან პაოლოზე"...

შეგირდებმა მწვრთნელს უსმინეს და გენუური პაექრობა უპირატესობით წარმართეს. ედინსონ კავანის მიერ გატანილი გოლი სრულიად ლოგიკური გახლდათ და სტუმრებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მოკლედ, "ნაპოლი" არ უშვებს წინ "იუვენტუსს" და თუ მაცარის დავუჯერებთ, მძაფრი კონკურენცია პირველობის ბოლომდე გაგრძელდება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მატჩის მსვლელობისას ნეაპოლელთა თავკაცმა ზედმეტი ემოციების გამო წითელი ბარათი მიიღო და ტრიბუნებზე გადაინაცვლა.

* * *
მეექვსე ტური წარმატებული გამოდგა "ტორინოსა" და "ბოლონიასთვის"...

ტურინელები ბერგამოს ესტუმრნენ და იქაური "ატალანტა" მიწასთან გაასწორეს. "გრანატამ" "ნერაძურის" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა.

მეტოქე არც "ბოლონიამ" დაინდო - "კატანიას" ოთხი უპასუხო ბურთი მიართვა, რომელთაგან ორი ალბერტო ჯილარდინოს ანგარიშზეა. ჯილა ბომბარდირთა დავაში ჩაება და თუ ასე გააგრძელა, ალბათ, ეროვნულ ნაკრებშიც დაიბრუნებს ადგილს. ასეთი სურვილი მან სწორედ "კატანიასთან" შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.

* * *
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში "ინტერმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1.

მილანელთაგან გოლები კვლავ დიეგო მილიტომ და ანტონიო კასანომ გაიტანეს - "ნერაძურის" თავდასხმა მოწოდების სიმაღლეზეა და ამადაა, რომ გუნდმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო.

იტალია. სერია A. VI ტური
პარმა-მილანი 1:1
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, როზი (64. ბიაბიანი), ნინისი, მუსაჩი (75. პაროლო), გობი - პაბონი (53. ბელფოდილი), ამაური.
მილანი (4-2-3-1): აბიატი - აბატე, იეპესი, ზაპატა, დე შილიო - ამბროზინი (64. მონტოლივო), დე იონგი - ნოჩერინო, ბოიანი (83. პაცინი), ბოატენგი (70. რობინიო) - ელ შაარავი.
გოლები: 0:1 ელ შაარავი (50), 1:1 გალოპა (66).
გაფრთხილება: როზი, ბიაბიანი - აბიატი, ამბროზინი, ბოატენგი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-13(2-9); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 20 000

იუვენტუსი-რომა 4:1
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - კასერესი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო (76. ასამოა), დე ჩელიე (85. პოგბა) - ვუჩინიჩი, მატრი (76. ჯოვინკო).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი (34. მარკინიოსი) - ტაჩტიდისი (64. პეროტა), დე როსი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი (64. დესტრო).
გოლები: 1:0 პირლო (11), 2:0 ვიდალი (16), 3:0 მატრი (19), 3:1 ოსვალდო (69-პენ.), 4:1 ჯოვინკო (90).
გაფრთხილება: ვიდალი, მატრი, ვუჩინიჩი - ტადეი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 15-9(8-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 000

უდინეზე-ჯენოა 0:0
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, კოდა - პერეირა, პინცი, ლაძარი, ფარაონი (74. ალანი), პასკუალე - რანეჯი, ფაბრინი (67. ბარეტო).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი (46. ფერონეტი), ბოვო, გრანკვისტი, მორეტი - კუჩკა (68. ანსელიმო), ანტონელი, სეიმური (15. ტოზცერი), ბერტოლაჩი - იმობილე, ხორკერა.
გაფრთხილება: პინცი - კუჩკა, ბორიელო.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 11-4(3-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 19 000

ატალანტა-ტორინო 1:5
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, ლუკინი, მანფრედინი (46. მატეუ), პელუზო - ბონავენტურა (65. სკელოტო), კაცოლა (70. სკოცარელა), ჩიგარინი, რამირესი - დე ლუკა, დენისი.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, დამბროზიო - გაცი, ბრიგი, სგრინია (65. მეჯორინი), სანტანა (59. სტევანოვიჩი) - ჩერჩი (78. ვერდი), ბიანკი.
გოლები: 1:0 დენისი (28), 1:1 ბიანკი (38), 1:2 გაცი (62), 1:3 სტევანოვიჩი (66), 1:4 დამბროზიო (73), 1:5 ბიანკი (76).
გაფრთხილება: ლუკინი, ბონავენტურა - დარმიანი.
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-15(2-9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000

ბოლონია-კატანია 4:0
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი (47. ალიარდი) - ანტონსონი (50. დე კარვალიო), ნატალი, გარიჩი, მორლეო - პერესი (66. პაციენცა), ტაიდერი, გუარანტე - კონე - ჯილარდინო, დიამანტი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი (23. ბელუში), ლეგროტალიე, კაპუანო - ალმირონი (58. ალმირონი), ისკო, ლოდი - ბარიენტოსი, ბერგესიო, კასტრო (73. რიკიუტი).
გოლები: 1:0 გუარანტე (19), 2:0 ჯილარდინო (40), 3:0 ჯილარდინო (61), 4:0 კონე (90).
გაფრთხილება: დიამანტი - ისკო.
გაძევება: კაპუანო (73. კატანია).
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 22-25; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 14-13(9-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 25 000

კალიარი-პესკარა 1:2
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო (70. კაზარინი), როსეტინი, არიაუდო, პიზანო - დესენა (53. კოსუ), ეკდალი, ნაინგოლანი - საუ (57. ასტორი), პინილია, იბარბო.
პესკარა (4-3-2-1): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, ბოკეტი, ძანონი - ნიელსენი, კოლუჩი (72. ბლაზი), კაშონე - კუინტერო (42. ვეისი), კაპრარი - ვუკუსიჩი (68. აბრუსკატო).
გოლები: 0:1 ტერლიცი (50), 0:2 ვეისი (76), 1:2 პინილია (82-პემ.).
გაფრთხილება: პიზანო, ეკდალი - ძანონი, ნიელსენი, ბლაზი, ვეისი.
გაძევება: როსეტინი (55. კალიარი).
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-8(11-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 5 000

ლაციო-სიენა 2:1
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, გონსალესი (68. ერნანესი), ლედესმა, ედერსონი (60. ონაზი), მაური (83. კავანდა) - კლოზე.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო (46. სესტუ), ვერგასოლა, დაგოსტინო, დელ გროსო - ვალიანი (75. რეჯინალდო), ვერე (75. პაოლუჩი) - კალაიო.
გოლები: 1:0 ედერსონი (18), 2:0 ლედესმა (37-პენ.), 2:1 პაჩი (90).
გაფრთხილება: მაური, კლოზე - პეგოლო, კალაიო.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-7(4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 30 000

პალერმო-კიევო 4:1
პალერმო (3-4-2-1): უიკანი - მუნიოსი, დონატი, მანტოვანი (46. ჯორჯი) - მორგანელა, რიოსი, ბარეტო, გარსია - ილიჩიჩი, ბრიენცა - მიკოლი (87. ერნანდესი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, დაინელი, პაპი, დრამე - კოფიე, ლ. რიგონი, ჰეტემაი (74. სტოიანი) - მ. რიგონი - დი მიკელე (73. თერეუ), მოსკარდელი.
გოლები: 1:0 მიკოლი (13), 1:1 მ. რიგონი (27), 2:1 მიკოლი (50), 3:1 ჯორჯი (80), 4:1 მიკოლი (82).
გაფრთხილება: მიკოლი - დაინელი, პაპი, ჰეტემაი, მოსკარდელი.
გაძევება: ბრიენცა (62. პალერმო).
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-12(8-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 25 000

სამპდორია-ნაპოლი 0:1
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი (87. პოულსენი), გასტალდელო, როსინი, კოშტა - მუნარი (70. დე სილვესტრი), კრსტიჩიჩი, ობიანგი - ესტიგარიბია, სორიანო (81. იკარდი), ედერი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო (90. მესტო), ინლერი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი (84. ჯემაილი) - პანდევი (64. ინსინიე), კავანი.
გოლი: 0:1 კავანი (67).
გაფრთხილება: ბერარდი, კოშტა, ობიანგი - კანავარო, ბერამი.
გაძევება: გასტალდელო (66) - მაცარი (42. სათადარიგო სკამიდან).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 6-13(2-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 000

ინტერი-ფიორენტინა 2:1
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო იესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო (82. მუდინგაი), გარგანო, ნაგატომო - კოუტინიო (71. ალვარესი) - კასანო, მილიტო (86. გუარინი).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (70. ტონი), რომულო, ბორხა ვალერო (82. მილიაჩო), პისარო, პასკუალი - ლიაიჩი (46. ფერნანდესი), იოვეტიჩი.
გოლები: 1:0 მილიტო (17-პენ.), 2:0 კასანო (34), 2:1 რომულო (40).
გაფრთხილება: რანოკია, სამუელი, კამბიასო, გუარინი - რონკალია, იოვეტიჩი, ფერნანდესი.
გაძევება: გონსალო (62. ფიორენტინა).
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-10(6-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 55 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 6 5 1 0 15-3 16
2. ნაპოლი 6 5 1 0 12-2 16
3. ინტერი 6 4 0 2 10-6 12
4. ლაციო 6 4 0 2 9-6 12
5. სამპდორია 6 3 2 1 8-6 10
6. ტორინო 6 2 3 1 9-4 8
7. რომა 6 2 2 2 12-11 8
8. ფიორენტინა 6 2 2 2 7-6 8
9. ჯენოა 6 2 2 2 7-7 8
10. კატანია 6 2 2 2 7-12 8
11. მილანი 6 2 1 3 7-6 7
12. ბოლონია 6 2 1 3 9-9 7
13. პესკარა 6 2 1 3 6-11 7
14. პარმა 6 1 3 2 6-8 6
15. უდინეზე 6 1 3 2 6-9 6
16. ატალანტა 6 2 1 3 5-9 5
17. პალერმო 6 1 1 4 5-10 4
18. კიევო 6 1 0 5 4-13 3
19. სიენა 6 2 2 2 7-6 2
20. კალიარი 6 0 2 4 3-11 2

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები:
6 - კავანი (ნაპოლი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია); 4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), ელ შაარავი (მილანი), ბიანკი (ტორინო), კასანო (ინტერი); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ოსვალდო (რომა), მიკოლი (პალერმო), ჯოვინკო (იუვენტუსი).

მომდევნო ტური:
6 ოქტომბერი:
კიევო-სამპდორია, ჯენოა-პალერმო.

7 ოქტომბერი:
რომა-ატალანტა, სიენა-იუვენტუსი, ტორინო-კალიარი, კატანია-პარმა, პესკარა-ლაციო, მილანი-ინტერი, ფიორენტინა-ბოლონია, ნაპოლი-უდინეზე..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა სტრამაჩონი: გაჭირვებამ მილანის ”ინტერი” გააძლიერა
დანიელე დე როსი: როგორც ჩანს ტურინის "იუვენტუსმა" ჩვენი ყველა სუსტი წერტილი იცის
მასიმილიანო ალეგრი: შეგვეძლო სახლში სამი ქულა მშვიდად წაგვეღო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯუვეეეეეეე
delpo
15:52 01-10-2012
0
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
alesandro
11:43 02-10-2012
0

სიახლეები პოპულარული