"ინტერმა" გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქეს, რომელსაც ბურთის კონტროლი შესანიშნავად შეუძლია, მოქმედების თავისუფლება შეუზღუდა.
გუნდზე ცოტა გაბრაზებული ვიყავი, რადგან უამრავი საგოლე მომენტის არსებობის მიუხედავად, გამარჯვებულის საკითხის დახურვა ვერ მოვახერხეთ. მეტოქე უნდა დაგვეჯაბნა, რადგან სწორედ ასეთ მატჩებში შესაძლოა "წყალქვეშა რიფს" შეეჯახო", - განაცხადა სტრამაჩონიმ.
იტალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ჩაგდებულმა სეზონის სტარტმა შესაძლოა მისი ფეხბურთელები აღანთოს.
"სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ამან იმის გაცნობიერების შესაძლებლობა მოგვცა, რომ რაღაცის შეცვლა
ამ თამაშში ძალა და დონე გამოვავლინეთ, მიუხედავად იმისა, რომ "ფიორენტინა" შესანიშნავი გუნდია", - დასძინა სტრამაჩონიმ.