როზელა სენსი: "რომას" ზოგიერთი ფეხბურთელი ზდენეკ ზემანის სტილს არ შეესაბამება

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა პრეზიდენტმა როზელა სენსიმ "იუვენტუსთან"(1:4) განადგურების შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზდენეკ ზემანის მუშაობა შეაფასა.

"ზაფხულში ზემანის მოწვევა სწორი ნაბიჯი იყო. კლუბის ხელმძღვანელობა კომპლიმენტებს იმსახურებს.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ახალშეძენილი ფეხბურთელი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ზემანის სტილს არ შეესაბამება.

ზემანის და გუნდის ძალიან მჯერა, "იუვენტუსთან" საშინელი მარცხის შემდეგაც კი. შესაძლოა, ზოგიერთ მატჩში "რომას" უფრო მეტად დაცვითი ფეხბურთის თამაში მართებს. წინ კი ისეთი ფორვარდი გვყავს, როგორიც ტოტია", - განაცხადა სენსიმ.

შეგახსენებთ, რომ სენსების ოჯახი "რომას" 1993-დან 2011 წლამდე ფლობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული