"ზაფხულში ზემანის მოწვევა სწორი ნაბიჯი იყო. კლუბის ხელმძღვანელობა კომპლიმენტებს იმსახურებს.
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ახალშეძენილი ფეხბურთელი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ზემანის სტილს არ შეესაბამება.
ზემანის და გუნდის ძალიან მჯერა, "იუვენტუსთან" საშინელი მარცხის შემდეგაც კი. შესაძლოა, ზოგიერთ მატჩში "რომას" უფრო მეტად დაცვითი ფეხბურთის თამაში მართებს. წინ კი ისეთი ფორვარდი გვყავს, როგორიც ტოტია", - განაცხადა სენსიმ.
შეგახსენებთ, რომ სენსების ოჯახი "რომას" 1993-დან 2011 წლამდე ფლობდა.