კლაუდიო მარკიზიოს კარიერის ტურინის "იუვენტუსში" დასრულება უნდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს. მას კარიერის დასრულება "ბებერ ქალბატონში" სურს.

"ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და "იუვენტუსთან" გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს.

"ბიანკონერისთან" ჩემი ხელშეკრულება 2016 წელს ამოიწურება და ვოცნებობ, რომ ი
ს კიდევ ხუთი წლით გამიგრძელონ.

ამ მხრივ ხალხი სტივენ ჯერარდს მადარებს. ეს არ მსიამოვნებს, რადგან მსურს, მხოლოდ ერთ კლუბთან - "იუვენტუსთან
" მაკავშირებდნენ.

ჩვენი შუა ხაზი? სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ჰყავს თუ არა რომელიმე გუნდს ჩვენზე უკეთესი ნახევარმცველები. შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავდეს, თუმცა მათი მოთამაშეები
ჩვენგან საკმაოდ განსხვავებულები არიან.

ასეა თუ არა, ჩემპიონთა ლიგა გვაჩვენებს"
, - განაცხადა მარკიზიომ.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული