ალბერტო ჯილარდინო: იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ვოცნებობ

AutoSharing Option
"ბოლონიას" თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის სასტარტო მატჩებში თავი შესანიშნავად გამოავლინა, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს.

პირველ რიგში, მსურს საკუთარ კლუბს კარგი სამსახური გავუწიო, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ამას იტალიის ნაკრებში მიწვევა მოჰყვებოდა.

"სკუადრა აძურას" მაისურის კვლავ ჩაცმა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დაბრუნდები თუ არა "ჯენოაში"? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ხომ "ბოლონიაში" იჯარის წესით ვთამაშობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ იანვარს უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ჯილარდინომ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული