"მილანი" სტეფან ელ შაარავის გაყიდვას არ აპირებს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "როსონერი" ფორვარდ სტეფან ელ შაარავის გაყიდვას არ აპირებს.

"ელ შაარავი "მილანისთვის" თავისებური სამომავლო ინვესტიციაა და გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს.

მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო? ჩვენი კლუბის ამჟამინდელი პოლიტიკა ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზეა დამოკიდებული და ელ შაარავის გაყიდვას არ ვაპირებთ.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის საკითხს, აქ მისი სჯერათ. გასაგებია, რომ ნებისმიერი მწვრთნელის შეხედულება ურყევი ჭეშმარიტება არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი საჭირო შედეგს ვერ აჩვენებს, მაგრამ ეს ალეგრის შემთხვევაში ასე არაა. წარმატებები კიდევ მოვა",
- განაცხადა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული