"ელ შაარავი "მილანისთვის" თავისებური სამომავლო ინვესტიციაა და გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს.
მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო? ჩვენი კლუბის ამჟამინდელი პოლიტიკა ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზეა დამოკიდებული და ელ შაარავის გაყიდვას არ ვაპირებთ.
რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის საკითხს, აქ მისი სჯერათ. გასაგებია, რომ ნებისმიერი მწვრთნელის შეხედულება ურყევი ჭეშმარიტება არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი საჭირო შედეგს ვერ აჩვენებს, მაგრამ ეს ალეგრის შემთხვევაში ასე არაა. წარმატებები კიდევ მოვა",