დანიელე დე როსის ზდენეკ ზემანთან კონფლიქტი მოუვიდა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ  "რომას" კაპიტან დანიელე დე როსისა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ზდენეკ ზემანს შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც ირკვევა, სპეციალისტმა და ფეხბურთელმა ერთმანეთს საკმაოდ უხეში სიტყვებით მიმართეს.

როგორც ჩანს, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც ტურინელებთან გამანადგურებელი მარცხით იყვნენ გაღიზიანებულნი.

შეგახსენებთ, რომ "ბებერ ქალბატონთან" (1:4) დამარცხების შემდეგ რომაელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებენ და ლიდერებს 8 ქულით ჩამორჩებიან.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. VI ტური: ტურინში მგლებზე ინადირეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული