ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია შესაძლოა ოთხ თვემდე შემცირდეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სასჯელი, რომელსაც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, შესაძლოა, ოთხ თვემდე შემცირდეს.

2 ოქტომბერს რომის სასამართლო 43 წლის სპეციალისტის აპელაციას განიხილავს.

Gazzetta dello Sport მიიჩნევს, რომ კონტეს დისკვალიფიკაცია შესაძლოა ექვს თვემდე შემცირდეს, ხოლო Corriere dello Sport-ის ცნობით, სასამართლო დისკვალიფიკაციას ოთხ თვემდე დაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ კონტეს დისკვალიფიკაცია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ვრცელდება და უკვე ერთი თვეა, რაც ამოქმედდა.

რაც შეეხება თავად იტალიელ სპეციალისტს, კონტე ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული