2 ოქტომბერს რომის სასამართლო 43 წლის სპეციალისტის აპელაციას განიხილავს.
Gazzetta dello Sport მიიჩნევს, რომ კონტეს დისკვალიფიკაცია შესაძლოა ექვს თვემდე შემცირდეს, ხოლო Corriere dello Sport-ის ცნობით, სასამართლო დისკვალიფიკაციას ოთხ თვემდე დაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ კონტეს დისკვალიფიკაცია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ვრცელდება და უკვე ერთი თვეა, რაც ამოქმედდა.
რაც შეეხება თავად იტალიელ სპეციალისტს, კონტე ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.