"ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ორი დიდი ჩემპიონია. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, რათა მათ გავუთანაბრდე".
შემდეგ ურუგვაელი სხვა კლუბში შესაძლო გადასვლის თემაზე გადავიდა.
"სხვა კლუბში გადასვლა ყოველთვის რთულია. თუ ვინმე ჩემს შეძენას მოისურვებს, მან "ნაპოლის" ისეთი წინადადება უნდა შესთავაზოს, რომელზეც ეს გუნდი უარს ვერ იტყვის, მაგრამ ეს არ მოხდება.
ის, რომ კლუბი 60 მილიონ ევროდ მაფასებს, არ მაღელვებს. ამით ჩემი წარმომადგენლები და "ნაპოლის" ხელმძღვანელობაა დაკავებული.