ჟურნალისტებმა ეს მიკრო-ტრავმით ახსნეს, მაგრამ მიზეზი სულ სხვა რამეში ყოფილა. თურმე, ფრიულური გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინსა და ტოტოს შორის კონფლიქტი მოხდა და ვეტერანი ფორვარდიც რეზერვში გამწესებით დაისაჯა. თუ რის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, ამის შესახებ თვითონ გვიდოლინმა ისაუბრა:
"დასამალი არაფერია, ანტონიო დი ნატალე დაისაჯა და ამიტომ არ ითამაშა "ჯენოას" წინააღმდეგ. "უდინეზეში" ყველა ფეხბურთელი თანაბარ პირობებშია და პრივილეგიებით არავინ სარგებლობს.
დი ნატალე უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენთან განსაკუთრებულ პატივს
რაც მთავარია, შეცდომა არ აღიარა, რამაც გაუგებრობამდე მიგვიყვანა. ყველაფერი მოგვარებადია და დი ნატალესთან აუცილებლად გამოვნახავ საერთო ენას - თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ წესი ყველასთვის წესია".
მოკლედ, ფრანჩესკო გვიდოლინმა არ დააკონკრეტა, მაგრამ თუ მისი ნაამბობით ვიმსჯელებთ, დი ნატალემ დისციპლინა დაარღვია, რის შემდეგაც საყვედური არ მიიღო და მწვრთნელს შეუტია. "უდინეზე" ტოტოს გარეშე სულ სხვა გუნდია და ვნახოთ, როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"