ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მილანის "ინტერს" "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირება უნდა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ შვაინი ზამთარში ან მომავალ ზაფხულს შეიძინოს. ეს ინფორმაცია გუშინ "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა. თუკი "ინტერის" ნახევარმცველ ტიაგო მოტას ტრავმა გაურთულდება და დიდხანს დაისვენებს, "ნერაძურის" ხელმძღვანელები შვაინშტაიგერის ყიდვას იანვარშივე შეეცდებიან, თუ არა და ზაფხულამდე მოიცდიან და "ბაიერნზე" იერიშებს ივნისიდან მიიტანენ.
ცნობილია, რომ შვაინშტაიგერის გადაბირება მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსაც უნდა და თანაც, საკმაოდ დიდი ხანია (ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პორტუგალიელი
გაგახსენებთ, რომ "ინტერის" ბოსმა მასიმო მორატიმ ჯერ კიდევ ზაფხულში თქვა, შვაინშტაიგერი ყოველთვის ძალიან მომწონდა და რამდენიმე წლის წინ "ბაიერნს" მის შესახებ ერთხელ უკვე ჩამოვუგდე სიტყვა, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაშის ყურებისას დავრწმუნდი, რომ ბასტიანი უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავიაო.