სილვიო ბერლუსკონი: ადრიანო გალიანიმ იცის, რასაც აკეთებს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ "მილანის" გასხვისება გადაწყვიტა. ამჯერად ცნობას თითქოს უფრო მეტი საფუძველი ჰქონდა...

მართალია, ასეთი ცნობა ბოლო ხუთ წელიწადში 100-ჯერ მაინც გავრცელდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გასულ ზაფხულს "მილანი", ძირითადად, ფეხბურთელთა გაყიდვით იყო დაკავებული და სატრანსფერო ფანჯარა მთლიანად ჩააგდო.

ასეთი რამ ბერლუსკონის მმართველობის პერიოდში არავის ახსენდება და გავრცელებული ხმებიც ამან გამოიწვია. თუმცა, როგორც თავად ბერლუსკონიმ განაცხადა, კლუბის გაყიდვას არ აპირებს:

"ადრეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ "მილანი"
ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც არასდროს გავყიდი.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დავიბრუნებთ ძველ დიდებას. ბოლომდე ვენდობი ადრიანო გალიანის, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის "მილანში" მიმდინარე პროცესების შესახებ.

ადრიანოს 30 წელია ვიცნობ, ბრწყინვალე ადამიანია და ყოველთვის იცის, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, "მილანი" მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას, ეს გარდაუვალია".

"მილანის" კრიზისზე საინტერესო კომენტარი გააკეთა გუნდის ახალწვეულმა რიკარდო მონტოლივომ: "რთული დროება გვიდგას, მაგრამ ამან არა უნდა გაგვტეხოს, პირიქით, გაგვაძლიეროს.

"მილანზე" დღეს ცინიკურად საუბრობენ. ეს ყველაფერი კი ევროპის ჩემპიონატის წინა პერიოდს მაგონებს.

მაშინ ზუსტად ასე დასცინოდნენ იტალიის ეროვნულ ნაკრებს, ჩვენ კი გვჯეროდა მწვრთნელის და საკუთარი შესაძლებლობების.

შედეგად, "სკუადრა აძურა" ფინალში გავიდა და ყველას დაანახვა, თუ რა შეუძლია. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ "მილანშიც" და დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს მალე დავაღწევთ თავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული