"კალიარის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
"კიევოს" შემდეგ მთავარი მწვრთნელი "კალიარიშიც" გამოიცვალა. სარდინიულმა გუნდმა ექვს ტურში მხოლოდ ორი ქულა მოაგროვა, რასაც მოჰყვა კიდეც მასიმო ფიკადენტის გათავისუფლება. კუნძულელებმა მალევე იპოვეს ფიკადენტის შემცვლელი და მის ნაცვლად, პოსტზე ივო პულგა დანიშნეს.

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ 48 წლის პულგას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს და პირველი გუნდი, რომელიც ჩაიბარა, სწორედ "კალიარი" გახლავთ.

სარდინიულ გუნდში ფეხბურთელის რანგში ასპარეზობდა, ექვსი წელი გაატარა და 174 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კარიერის დასრულების შემდეგ ცოტა ხანი "მოდენას" დირექტორთა საბჭოში შედიოდა, 3 ოქტომბერს კი ახალ პოსტზე დაინიშნა.

იტალიური პრესის ცნობით, პულგას თანაშემწედ "კალიარის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, 38 წლის ურუგვაელი დიეგო ლოპესი დაინიშნება, რომელსაც ასევე არ გააჩნია არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ რეალურად, პულგა და ლოპესი ტანდემში იმუშავებენ და მათ თანაბარი უფლებები ექნებათ.

აი, ასეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს სარდინიელებმა და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული