26 წლის ნახევარმცველი თანაბრად ნაყოფიერია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზებში და ამად არის, რომ მისი გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.
თუმცა თავად მარკიზიო მხოლოდ "იუვენტუსში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და კარიერის დასრულებასაც ტურინში აპირებს:
"იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც გუნდს და გარემოს ადვილად იცვლიან. ახალ კლუბზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ "იუვენტუსისთვის" ზედმეტი ვიქნები და რადგან ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, ცვლილებებისკენ არ მივისწრაფვი.
"იუვენტუსთან" ხელშეკრულების ვადა 2016
მარკიზიოს მიმდინარე სეზონზე და სტივენ ჯერარდთან მსგავსებაზე ჩამოუგდეს სიტყვა:
"ჯერარდს მართლაც მადარებენ და ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან სტივი უდიდესი ფეხბურთელია. რაც მთავარია, მანაც ერთ გუნდს დაუკავშირა მთელი კარიერა და უკვე იცით, რომ მეც ამისკენ მივისწრაფვი.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სტარტი კარგი გამოგვივიდა და მჯერა, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ. ამბობენ, რომ "იუვეს" წარმატების საიდუმლო ძლიერი ნახევარდაცვაა, თუმცა ერთი რგოლის გამოყოფა არაფრით არ შეიძლება - მთლიანად გუნდია ძლიერი, დაწყებული მეკარით, დამთავრებული თავდამსხმელებით.
ისე კი, შუა ხაზი მართლაც ძლიერი გვყავს - ჩვენი დონის ნახევარმცველები ევროპაში, ალბათ, მხოლოდ სამ გუნდს ჰყავს: "ბარსელონას", მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბაიერნს". ვნახოთ, შესაძლოა ამ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე გადავეყაროთ და იქ გამოჩნდება ყველაფერი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"