"მილანის" 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ალეშანდრო პატო ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ფეხბურთელმა 4 ოქტომბერს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ პატომ "ზენიტთან" მატჩი გამოტოვა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მოასწრებს თუ არა ბრაზილიელი ფორვარდი "ინტერთან" დერბისთვის საჭირო კონდიციების აღდგენას.