ფაბრიციო მიკოლის ნაკრებზე გული წყდება

AutoSharing Option
33 წლის ფორვარდი ფაბრიციო მიკოლი "პალერმოს" ნამდვილი ლიდერია და როგორც თავად აცხადებს, პოზიციების დათმობას კიდევ კარგა ხანს არ აპირებს. ფაბრიციოს "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა.

პალერმო
გასულ ზაფხულს, "პალერმოს" დატოვებასთან ახლოს ვიყავი, რადგან მწვრთნელი არ მენდობოდა და ვგრძნობდი, რომ ძირითადად სათადარიგო სკამზე მომიწევდა ჯდომა.

მიუხედავად ამისა, გავრისკე და დავრჩი, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. ჯუზეპე სანინიო მალე გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან, ახალ დამრიგებელთან კი საერთო ენა იოლად გამოვნახე. ჯამპიერო გასპერინი შესანიშნავი ადამიანია, ამასთან, ბრწყინვალე ტაქტიკოსი. დარწმუნებული ვარ,
"პალერმო" გასპერინის ხელში ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად "ნაპოლის", ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ჩვენ... მთავარი საქმისადმი სწორი მიდგომაა და მჯერა, რომ ამ გზას ჩვენც ვადგავართ. მართალია, სეზონის სტარტით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასე არაა, მაგრამ დამიჯერეთ, მწვრთნელის შეცვლამ ყველაფერი შეცვალა. დღეს, გაცილებით თავდაჯერებულები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით.

მიზანი
უკვე დიდი ხანია "პალერმოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და ასეა მიმდინარე სეზონშიც.

ვიცი, რომ ეს ბევრს უტოპიად ეჩვენება, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, სამეულში მოხვედრის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, სხვა საქმეა, რომ ამ პოტენციალს სანახევროდ ვიყენებთ და შედეგსაც შესაბამისს ვიმკით.

დიახ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გვსურს მოხვედრა და დანარჩენი უკვე მოედნებზე გამოჩნდება. ისე, სანამ
მიზნების მიღწევაზე ვიფიქრებდეთ, იქამდე თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს და დანარჩემს დრო გვიჩვენებს.

ნაკრები
ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ათი თამაში მაქვს ჩატარებული, რაზეც ყოველთვის გული მწყდება. ძალიან მინდა, რომ "სკუადრა აძურაში" სისტემატურად ვასპარეზობდე, მაგრამ ასეთი პერიოდი არასდროს მქონია.

იყო დრო, როდესაც სეზონში 20-მდე გოლს ვიტანდი, მაგრამ მწვრთნელები მაინც არ მწყალობდნენ. დავკარგე თუ არა "აძურაში" მოხვედრის იმედი? - ბუნებით ოპტიმისტი ვარ და სანამ ვითამაშებ, ნაკრებში მოხვედრის იმედი ყოველთვის მექნება. ჩეზარე პრანდელი სამართლიანი ადამიანია და თუ კარგ ფორმაში ვიქნები, იქნებ გამომიძახოს კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული