ჩეზარე პრანდელი: ანდრეა პირლო სანაკრებო კარიერას 2014 წლის მუნდიალამდე არ დაასრულებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და 2014 წლის მუნდიალისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

"პირლო ერთადერთი ფეხბურთელია ჩვენს გუნდში, რომლისთვისაც მომავალთან დაკავშირებით გეგმების დაწყობა აუცილებელია. ჩვენი ბოლო საუბრისას მან განმარტა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და 2014 წლის მუნდიალისთვის მოემზადება.

ჩვენთვის მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამწვრთნელო შტაბმა უნდა იცოდეს, ვისზე შეუძლია დაყრდნობა. როგორც უნდა იყოს, ტურნირის ფინალურ სტადიამდე შემადგენლობაში ცვლილებების გარეშე მისვლა შეუძლებელია", - განაცხადა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული