კარლო ანჩელოტი: სტეფან ელ შაარავი ნეიმარს მაგონებს

AutoSharing Option
იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ "მილანის" ამომავალი ვარსკვლავის, სტეფან ელ შაარავის შესახებ ისაუბრა.

"გალიანი ელ შაარავის ეტო'ოს ადარებს? ჩემი აზრით, ტექნიკური მახასიათებლებით სტეფანი უფრო მეტად ნეიმარს გვაგონებს, ვიდრე ეტო'ოს.

ელ შაარავიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მისი და ალეშანდრო პატოს დუეტის დაკვირვება საინტერესო იქნებოდა", - განაცხადა პსჟ-ის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ სტეფანი "სან სიროზე" "ჯენოადან" 2011 წლის ზაფხულში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის რვა შეხვედრაში ელ შაარავიმ ხუთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული