ჯანლუიჯი ბუფონის ცოლმა ეროტიკულ ფოტოსესიაში არამარტო მკერდი მოიშიშვლა [ფოტოები]

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რედაქცია საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა, იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის მეორე ნახევრის - ალიონა სერედოვას უკანასკნელი ფოტოსესიის ამსახველი ეროტიკული კადრები თავისი მკითხველებისთვის რომ არ შემოეთავაზებინა.

დიახ, ალიონა, რომლის სილამაზის აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობთ, ჟურნალ "მაქსიმის" რუსული ვერსიის ოქტომბრის ნომრისთვის მაშინ გაშიშვლდა, როდესაც მისი ქმარი "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის ტურინულ მატჩში (1:1) სიმწრის ოფლს ღვრიდა.

Sportall.Ge

კამერების წინ კეკლუცობის შემდეგ 34 წლის ჩეხმა ლამაზმანმა მცირე კომენტარებიც გააკეთა, სადაც თქვა, რომ თავისი მკერდით ძველებურად აღტაცებული აღარ არის...

"ადრე ძალიან მომწონდა
ჩემი მკერდი. ფასეულობები შემეცვალა და ახლა უფრო საკუთარი თვალებით ვიწონებ თავს",
- თქვა გამოცემასთან "იუვეს" კარის დარაჯის მეორე ნახევარმა.

Sportall.Ge

ალიონამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს მამაკაცებში სულიერ მხარეს უფრო აფასებს, მაშინ, როცა უწინ ყურადღებას, პირველ რიგში, გარეგნობას აქცევდა.

Sportall.Ge

ჩეხი მოდელი დასძენს, რომ საერთოდ, კამერების წინ შიშვლად პოზიორობა მისი საქმე არაა, თუმცა თუკი ფოტოსურათები კარგი გამოვა, უარს არც ამაზე იტყვის.

აღსანიშნავია, რომ ალიონა და ჯანლუიჯი 2011 წელს, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცრება ხარ.მმმმმმმმმმმმმმმმ................................................................
alesandro
11:59 09-10-2012
0

სიახლეები პოპულარული