მარკ ვან ბომელი: ვფიქრობ, რომ "მილანი" სატურნირო ცხრილში დაწინაურდება

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი, რომელიც ამჟამად ჰოლანდიური პსვ-ს ღირსებას იცავს, დარწმუნებულია, რომ "როსონერი" სწორ გზაზე დგას და კრიზისიდან გამოსვლას იწყებს.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ "მილანი" სატურნირო ცხრილში წინსვლას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ არის, განსაკუთრებით ასეთი დიდი ცვლილებების შემდეგ.

ბევრი კარგი მოთამაშე წავიდა, მაგრამ ზაფხულში გუნდი ძლიერმა ახალწვეულებმა შეავსეს.

დერბიში "მილანს" ვუგულშემატკივრებ, ეს მნიშვნელოვანი მატჩია და გამარჯვება გუნდს დაკარგული ქულების კომპენსაციის და ცხრილში დაწინაურების საშუალებას მისცემს. დიდ თამაშს ველოდები", - აღნიშნა ჰოლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული