ხავიერ ძანეტი: მილანურ დერბიში ფავორიტი არ არსებობს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ მილანურმა დერბიმ "ნერაძური" შესაძლოა ახალი წარმატებისთვის განაწყოს.

7 ოქტომბერს "მილანი" და "ინტერი" უერთიერთობას "სან სიროზე" სერია A-ს მეშვიდე ტურის მატჩში გაარკვევენ.

"უბრალოდ გამარჯვება გვინდა. იმაზე არ ვფიქრობ, რომ მომავალი დერბი შესაძლოა ჩემთვისერთერთი ბოლო აღმოჩნდეს. მსურს თამაშისგან უბრალოდ სიამოვნება მივიღო. ეს დიდი მატჩია, რომელშიც ფავორიტი არ არსებობს.

"ინტერი"კარგ ფორმაში იმყოფება. ჩვენი გუნდი აღმასვლის გზაზე დგას და შესაძლოა ძალიან წარნატებული გახდეს, დერბიში გამარჯვება კი თავდაჯერებას შეგვმატებს", - განაცხადა ძანეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული