იტალია. სერია A. VII ტურის წინ: კვირას "სან სირო" აფეთქდება

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანი არის ყველაზე საფეხბურთო ქალაქი ევროპაში, სადაც ორი სრულფასოვანი გრანდი ბინადრობს. ამ ორი გრანდის ანგარიშზე ერთად 10 ჩემპიონთა თასი, ან გნებავთ ლიგაა, რომელთაგან 7 "მილანზე" მოდის, 3 კი "ინტერზე".

ამ ორი დიდი გუნდის დაპირისპირებაში იყო პერიოდები, როდესაც "შავ-ლურჯები" დომინირებდნენ, თუმცა გვახსოვს ისეთი ხანაც, როდესაც "როსონერი" იყო შეუჩერებელი.

გახსოვთ ალბათ, ანდრეი შევჩენკოს დროება, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდს თანაქალაქელთან საოცარი, რამდენიმეწლიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ბოლო წლებში, ხან ერთი იგებს, ხან მეორე, რაც მოახლოებულ პაექრობას კიდევ უფრო საინტერესოს და
არაპროგნოზირებადს ხდის...

ტიფოზები

თვალი არ ეცეთ და მილანელი გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება სამაგალითოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ერთი მხრივ, ეს არის უმწვავესი დაპირისპირება, რომელიც ხშირად ცდება კორექტულობის ფარგლებს და ეს ფეხბურთისთვის ნორმალურია, მაგრამ პრაქტიკულად არასდროს გადადის აგრესიაში. მაშინაც კი, როდესაც ერთი მილანური გუნდიდან ფეხბურთელი მეორეში გადადის.

ასეთი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება, დაწყებული კლარენს ზეედორფიდან დამთავრებული ანდრეა პირლოთი. მარტო რონალდოს გახსენება რად ღირს, რომელიც "ინტერიდან" "მილანში" მადრიდის გავლით მოხვდა და ამის გამო, განსაკუთრებული პრობლემები ნამდვილად არ შექმნია. არადა, ყველას გახსოვთ, რას წარმოიადგენდა ბრაზილიელი ფორვარდი "ნერაძურისთვის"...

ცალკე სალაპარაკო თემაა დერბის დროს ტრიბუნებზე არსებული ატმოსფერო და ის მოზაიკები, რომლებიც ერთი მხრივ "კურვა სუდზე" (სამხრეთ ტრუბუნა) და მეორე მხრივ, "კურვა ნორდზე" (ჩრდილოეთ ტრიბუნა) იშლება.

გრანდიოზული ბანერები თითოეული დერბისთვის სპეციასლურად იკერება, მის შინაარსზე და მხატვრულ მხარეზე კი ქალაქის ყველაზე ცნობილი დიზაინერები, მხატვრები და თქვენ წარმოიდგინეთ, მარკეტოლოგებიც კი ზრუნავენ.

ყოველი დერბის შემდეგ, სწორედ ამ მოზაიკური ტრანსფარანტების საფუძველზე, ფან-კლუბების პაექრობაში გამარჯვებული სახელდება...

საგულისხმოა, რომ ამ დუელში უფრო ხშირად "მილანისტები" იმარჯვებენ. საინტერესოა, ამჯერად რა მოხდება ტრიბუნებზე...

მთავარი მაინც მოედანია

დიახ, მთავარი მოვლენები მოედანზე გაჩაღდება, სადაც სასწორზე არა მხოლოდ 3 ქულა, არამედ პრესტიჟი დევს.

"ზენიტთან" გამარჯვების მიუხედავად, "მილანს" რთული დრიება უდგას და პრონციპულ მეტოიქესთან გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროიება.

როგორც მასიმილიანო ალეგრი ამბობს, "ნერაძურის" ძლევა კრიზისის საბოლოოდ დაძლევის წინაპირობა იქნება:

"ეს იქნება ურთულესი დაპირისპირება, რომელიც საჩვენო ანგარიშით უნდა დავასრულოთ. ჯერ ერთი, ქულები გვჭირდება და მეორე, ასეთი მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიური წნეხისგან საბოლოოდ გაგვათავისუფლებს.

ანდრეა სტრამაჩონი ამბობს, რომ ფავორიტი "მილანია"? - მისდამი დიდი პასტივისცემით ვარ განწყიბილი, მაგრამ ეს შაბლონური ფრაზაა. ასეთ თამაშში ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ რადგან მე მჯერა ჩემი შეგირდების, კარგი მოლოდინი მაქვს.

ამ დღეებში ყველა სტეფან ელ შაარავიზე ლაპარაკობს და ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ის დერბის გმირი გახდება. ჩემი სურვილია, რომ მოვეშვათ ამ მკითხაობას და უბრალოდ დაველოდოთ შეხვედრას, რომელიც ბევრ საინტერესოს გვპირდება".

"ინტერის" ბანაკში სრული საბრძოლო და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამაღლებული განწყობაა. გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და ეს ტენდენცია ევროპალიგის გათამაშებაშიც გავრცელდა.

ანდრეა სტრამაჩონიმ მართლაც განაცხადა, რომ ფავირიტი მეტოქეა, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, რთული სათქმელია:

"მეტოქემ მოგების გემო გაიხსენა, ეს კი ხშირად აღმავლობის დასაწყისს ნიშნავს. თანაც, დერბიში გულშემატკივართა უმეტესობა "მილანს" დაუჭერს მხარს, რაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს.

რა დასკვნების? - ფავორიტი "როსონერია" და თუ სასურველი მიზნის მიღწევა გვინდა, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ამასთან, კარგად გვაქვს შესწავლილი მეტოქის სუსტი წერტილები და ვეცდებით, სწორედ ამ წერტილებში დავარტყათ.

გულშემატკივრებს ბრძოლას დავპირდები, ბრძოლას მოედნის თითოიეულ მონაკვეთზე".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას გამოიყენებს, სტრამაჩონი კი 3-5-2-ს...

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, იეპესი, ზაპატა, ანტონინი - დე იონგი, ამბროზინი, ნოჩერინო - ბოატენგი - ბოიანი, ელ შაარავი.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, სამუელი, ჟუან იესუსი - ნაგატომო, ძანეტი, გარგანო, გუარინი, პერეირა - კასანო, მილიტო.

კონტეს სასჯელს უმცირებენ
მართალია, მილანური დერბი სხვა ყველა შეხვედრას ჩრდილავს, მაგრამ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონზე რომ ორი სიტყვა არ ვთქვათ, არ ვიქნებით მართლები.

ტურინული გრანდი ტოსკანაში ჩადის, სადაც "სიენასთან" მოუწევს ბრძოლა. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, პიემონტელები ამჯერად მირკო ვუჩინიჩისა და სებასტიან ჯოვინკოს ტანდემით შეუტევენ, ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩებიან.

ტრადიციულად, "იუვე" 3-5-2 ტაქტიკით გაირჯება, შუა ხაზს კი მარტინ კასერესი, ემანუელე ჯაკერინი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და პაოლო დე ჩელიე გაამაგრებენ.

ისედაც ფავორიტი "იუვენტუსი" სიენაში ამაღლრბულ განწყობაზე ჩადის - უკანასკნელი ცნობების თანახმად, ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი ანტონიო კონტეს აპელაციას დააკმაყოფილებს და მას დისკვალიფიკაციას შეუმცირებს.

თუ ამჟამინდელი ვერდიქტით, "იუვეს" დამრუგებელს 10 თვე ეკრძალება გუნდის თავკაცობა, ახალი რეალობით ის უკვე 6 იანვარს დაუბრუნდება თავისი მოვალეობის შესრულებას.

იტალია. სერია A. VII ტური
6 ოქტომბერი
კიევო-სამპდორია 20.00
დისკვალიფიკაცია: გასტალდელო, და კოშტა (სამპდორია).
ტრავმა: ლუციანო, პალოსკი, სკუიცი, პელისიერი - პოცი, ხუან ანტონიო, პოლი, ედერი.

ბოლო 6 მატჩი
+ 1 = 0 - 5 + 3 = 2 - 1
ურთიერთშეხვედრები
სულ: 20 თამაში: + 2 = 10 - 8 (15-24)

ჯენოა-პალერმო 22.45
დისკვალიფიკაცია: ბრიენცა (პალერმო).
ტრავმა: როსი, ვარგასი, ფერონეტი - ზაჰავი, მანოვიჩი, მანტოვანი.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 2 - 2 + 1 = 1 - 4
ურთიერთშეხვედრები
სულ: 16 თამაში: + 5 = 6 - 5 (20-21)

7 ოქტომბერი
რომა-ატალანტა 14.30
დისკვალიფიკაცია: გუბერტი - ლუკინი.
ტრავმა: ლობონტი, პიანიჩი, დოდო - სტენდარდო, რადოვანოვიჩი, ფერეირა პინტუ, კაპელი, ბიონდინი, ბელინი, მანფრედინი, კარმონა.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 2 - 2 + 2 = 1 - 3
ურთიერთშეხვედრები
სულ: 26 თამაში: + 16 = 2 - 8 (41--29)

კატანია-პარმა 17.00
დისკვალიფიკაცია: კაპუანო (კატანია).
ტრავმა: კეკო, ტერაჩანო, სპოლი - სანტაკროჩე, პალადინო.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 2 - 2 + 1 = 3 - 2
ურთიერთშეხვედრები
სულ: 11 თამაში: + 4 = 5 - 2 (17--13)

ფიორენტინა-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: როდრიგესი - პორტანოვა.
ტრავმა: აკვილანი, დელა როკა, კამპორეზე - ანტონსონი, პერესი, კურჩი.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 2 - 2 + 2 = 1 - 3
ურთიერთშეხვედრები
სულ: 22 თამაში: + 7 = 11 - 4 (27--24)

პესკარა-ლაციო 17.00
დისკვალიფიკაცია: ველოზო, ძანონი (პესკარა).
ტრავმა: საველონი, მოდესტო, კრეშენცი, კოსიჩი - ბროკი, დიაკიტე, რადუ.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 1 - 3 + 4 = 0 - 2
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

სიენა-იუვენტუსი 17.00
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე - ბონუჩი.
ტრავმა: დაგოსტინო - პეპე.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 2 - 2 + 5 = 1 - 0
ურთიერთშეხვედრები
სულ: 14 თამაში: + 1 = 2 - 11 (7--29)

ტორინო-კალიარი 17.00
დისკვალიფიკაცია: როსეტინი (კალიარი).
ტრავმა: სუჩუ, ბირსა - კოსუ.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 3 - 1 + 0 = 2 - 4
ურთიერთშეხვედრები
სულ: 20 თამაში: + 8 = 7 - 5 (24--18)

მილანი-ინტერი 22.45
ტრავმა: პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, მესბა, აჩერბი - პალასიო, სტანკოვიჩი, მარიგა, მბიაე, სნეიდერი, კივუ.

ბოლო 6 მატჩი
+ 2 = 1 - 3 + 4 = 0 - 2
ურთიერთშეხვედრები
სულ: 44 თამაში: + 18 = 10 - 16 (65--61)

ნაპოლი-უდინეზე 22.45
დისკვალიფიკაცია: კანავარო (ნაპოლი).
ტრავმა: ბრიტოსი - მურიელი, დომიცი.

ბოლო 6 მატჩი
+ 5 = 1 - 0 + 1 = 3 - 2
ურთიერთშეხვედრები
სულ: 20 თამაში: + 5 = 8 - 7 (29--29)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 6 5 1 0 15-3 16
2. ნაპოლი 6 5 1 0 12-2 16
3. ინტერი 6 4 0 2 10-6 12
4. ლაციო 6 4 0 2 9-6 12
5. სამპდორია 6 3 2 1 8-6 10
6. ტორინო 6 2 3 1 9-4 8
7. რომა 6 2 2 2 12-11 8
8. ფიორენტინა 6 2 2 2 7-6 8
9. ჯენოა 6 2 2 2 7-7 8
10. კატანია 6 2 2 2 7-12 8
11. მილანი 6 2 1 3 7-6 7
12. ბოლონია 6 2 1 3 9-9 7
13. პესკარა 6 2 1 3 6-11 7
14. პარმა 6 1 3 2 6-8 6
15. უდინეზე 6 1 3 2 6-9 6
16. ატალანტა 6 2 1 3 5-9 5
17. პალერმო 6 1 1 4 5-10 4
18. კიევო 6 1 0 5 4-13 3
19. სიენა 6 2 2 2 7-6 2
20. კალიარი 6 0 2 4 3-11 2

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
6 - კავანი (ნაპოლი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია); 4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), ელ შაარავი (მილანი), ბიანკი (ტორინო), კასანო (ინტერი); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ოსვალდო (რომა), მიკოლი (პალერმო), ჯოვინკო (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული