უახლოეს ხანში ტურინელები კონტესთან კონტრაქტის 2018 წლამდე გაგრძელებას აპირებენ. ახალი ხელშეკრულებით 43 წლის სპეციალისტს იმხელა უფლებამოსილება ექნება, როგორსაც სერია A-ში არცერთი მწვრთნელი არ ფლობს.
კონტეს შეეძლება "ბიანკონერის" სატრანსფერო პოლიტიკა სრულად აწარმოოს, ასევე გარკვეული საკითხები დირექტორების თანაბრად გადაწყვიტოს.
ამ პრინციპით მუშაობს "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონი.
მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით