ალბერტო ძაკერონი: მილანური დერბის შედეგი ფრე იქნება

AutoSharing Option
"მილანის" და "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ მოახლოებული მილანური დერბის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.

"ორივე კლუბთან ვარ დაკავშირებული, რადგან თავის დროზე "მილანსაც" ვწვრთნიდი და "ინტერსაც". ამიტომ 7 ოქტომებრს, საღამოს მატჩისგან სიამოვნებას როგორც მწვრთნელი მივიღებ და არა როგორც გულშემატკივარი.

მასიმილიანო ალეგრის "როსონერის" სამწვრთნელო სკამზე უკვე დიდი ხანია ვხედავთ. ანდრეა სტრამაჩონი კი "ინტერის" თავკაცის რანგში პირველ სრულფასოვან ტურნირის ატარებს. ამიტომ ჩემთვის მის მუშაობაზე დაკვირვება გაცილებით საინტერესოა.

ორივე გუნდს საკმაოდ კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, ასე რომ უფრო მეტად სამწვრთნელო დაპირისპირებას ვიხილავთ, ვიდრე
ცალკეული შემსრულებლების. ჩემი პროგნოზი? ფრე 1:1.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული