დიახ, "დერბი დელა მადონინა" "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა, რომელიც 47-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი არგენტინელი მცველის, ვალტერ სამუელის ანგარიშზეა, რომელიც დაცვაშიც ფანტასტიკურად გაისარჯა.
მასიმილიანო ალეგრიმ ყველანაირად სცადა მატჩის გადარჩენა, თავდასხმის ხაზი მაქსიმალურად გააძლიერა, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. "როსონერის" შეტევებს აზრი და შესაბამისად, სიმწვავე აკლდა.
საერთოდ, განვლილი დერბი უფრო ემოცია იყო, ვიდრე ფეხბურთი და ამის შესახებ ტურის შეჯამებაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ...
"იუვენტუსი" ახლოს
"სიენამ" იბრძოლა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ სტუმრები ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, "იუვეს" გამარჯვებას რთული ეთქმის და ამის შესახებ ნამატჩევს მასიმო კარერამაც ისაუბრა:
"მეტოქე, ძირითადად, თავდაცვით გახლდათ დაკავებული. ასეთ დროს კი გოლის გატანა ურთულესი საქმეა.
კმაყოფილი ვარ შეგირდების თამაშით, რომლებმაც საჭირო მომენტში თამაშის რიტმი შეცვალეს და შედეგად, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.
სწორედ ასეთ რთულ სიტუაციებში უნდა გამოვავლინოთ საჩემპიონო ხასიათი, რასაც ვახერხებთ კიდეც".
აღსანიშნავია, რომ მორიგი გოლი გაიტანა ანდრეა პირლომ, რომელსაც ბოლო პერიოდში კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. როგორც ჩანს, ანდრეას მცირე ჩავარდნა ჰქონდა და არა სერიოზული კრიზისი, რადგან ბოლო რამდენიმე თამაშში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია.
ასეა თუ ისე, "იუვემ" მორიგი გამარჯვება მიითვალა აქტივში და ის ფანტასტიკური წაუგებელი სერია გააგრძელა, რომელიც როდის დაიწყო, რთული გასახსენებელია...
პირველ ტაიმში მოხრჩობილი დელფინები
"ლაციო" "პესკარას" ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი "მიართვა", რომელთაგან ერთი ერნანესის, ორი კი მიროსლავ კლოზეს ანგარიშზეა.
რომაელებმა პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე "დელფინებს", მეორეში კი თავი დაზოგეს და დრო ბურთის გორებაში გალიეს.
საერთოდ, "ბიანკოჩელესტე" საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
რაც შეეხება "პესკარას", ეს გუნდი უფრო ჰოლანდიურს ჰგავს, ვიდრე იტალიურს - ბევრს უშვებს, გატანაც ეხერხება და არაპროგნოზირებადია - მიჯრით მოგებული შეხვედრების შემდეგ სამარცხვინო წაგება სჩვევია, ან პირიქით... მოკლედ, "დელფინებისგან" არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
მოგება სათადარიგოებით
მოიგო მეორე რომაულმა გუნდმაც, რომლის მსხვერპლიც "ატალანტა" გახდა. "რომამ" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ერთი ერიკ ლამელას, ხოლო მეორე მაიკლ ბრედლის ანგარიშზეა.
"ჯალოროსიმ" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზდენეკ ზემანმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგალითად, პაბლო ოსვალდო, ნიკოლას ბურდისო და თვით დანიელე დე როსი.
ნამატჩევს ჩეხმა სპეციალისტმა მისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
"არაერთხელ ვთქვი, რომ ჩემს გუნდში ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია თავის გამოჩენა და შესაბამისად, როტაციას ხშირად მივმართავ.
ოსვალდო, ბურდისო და დე როსი გუნდის ლიდერები არიან, მათი იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ამჯერად სხვა ფეხბურთელებზე შევაჩერე არჩევანი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა".
იტალია. სერია A. VII ტური
კიევო-სამპდორია 2:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო (32. ფრეი), დაინელი, ცეზარი, დრამე - გუანა, ლ. რიგონი, ჰეტემაი - სტოიანი (62. იოკიჩი) - დი მიკელე, თერეუ (85. სამასა).
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, პოულსენი (66. სორიანო), როსინი, კოშტა - მუნარი, მარესკა, ობიანგი (89. იკარდი) - ესტიგარიბია, კრსტიჩიჩი (80. ტისონე), მაქსი ლოპესი.
გოლები: 1:0 თერეუ (47), 1:1 მარესკა (61), 2:1 დი მიკელე (87).
გაფრთხილება: გუანა, ფრეი - კრსტიჩიჩი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-25; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9-7(7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 11 000
ჯენოა-პალერმო 1:1
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი, ბოვო, გრანკვისტი, ანტონელი - კუჩკა, ტოზსერი (87. ხორკერა), სეიმური, იანკოვიჩი (86. მორეტი) - იმობილე (70. ვარგასი), ბორიელო.
პალერმო (3-4-2-1): უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი - მორგანელა, რიოსი, ბარეტო, გარსია - ილიჩიჩი (56. კურტიჩი), ჯორჯი (75. ბერტოლო) - მიკოლი (54. ერნანდესი).
გოლები: 0:1 ჯორჯი (14), 1:1 ბორიელო (53).
გაფრთხილება: ბოვო, იანკოვიჩი, ხორკერა - ფონ ბერგენი, მორგანელა.
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15-13(7-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 22 000
რომა-ატალანტა 2:0
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ტაჩტიდისი, ბრედლი (72. პეროტა), ფლორენცი (86. მარკინიო) - ლამელა, დესტრო, ტოტი.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მატეუ, ბრივიო, პელუზო - სკელოტო, კაცოლა (72. სკოცარელა), ჩიგარინი, მორალესი (60. ბონავენტურა) - დე ლუკა (65. მარილუნგო), დენისი.
გოლები: 1:0 ლამელა (30), 2:0 ბრედლი (62).
გაფრთხილება: ტაჩტიდისი, ფლორენცი - პელუზო, ჩიგარინი, კაცოლა.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 16-12(7-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 000
კატანია-პარმა 2:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ბელუში, ლეგროტალიე, კაპუანო - ალმირონი, ისკო, ლოდი - ბარიენტოსი (74. ბიაჯანტი), ბერგესიო, გომესი (88. კასტრო).
პარმა (3-5-2): მირანტე - ბენალოუანე, პალეტა, ლუკარელი - გალოპა, ბიაბიანი, პაროლო (77. ძაკარდო), ვალდესი, გობი - ბელფოდილი (62. პაბონი), ამაური.
გოლები: 1:0 გომესი (2), 2:0 ბერგესიო (80).
გაფრთხილება: ბიაჯანტი - მირანტე, ლუკარელი, ბიაბიანი, პაროლო, გალოპა.
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 25-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-7(6-1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 18 000
ფიორენტინა-ბოლონია 1:0
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, სავიჩი, ტომოვიჩი - კასანი (84. კუადრადო), ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ოლივერა (76. მილიაჩო), პასკუალი - ტონი (64. ელ ჰამდაუი), იოვეტიჩი.
ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - დე კარვალიო, ნატალი (68. სორენსენი), კერუბინი, გარიჩი - პაციენცა, ტაიდერი, მორლეო (58. აკვაფრესკა) - კონე, დიამანტი (79. გაბიადინი) - ჯილარდინო.
გოლი: 1:0 იოვეტიჩი (7).
გაფრთხილება: რონკალია, ოლივერა, პასკუალი - ნატალი, პაციენცა, ტაიდერი.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-7(7-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 25 000
პესკარა-ლაციო 0:3
პესკარა (4-3-2-1): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, ბოკეტი, კაპუანო - ბლაზი (46. ჯონატასი), კოლუჩი, კაშონე - სელიკი (56. კუინტერო), კაპრარი - ვუკუსიჩი (66. აბრუსკატო).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო (60. კავანდა), ბიავა (85. ცანა), დიასი, ლულიჩი - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური - კლოზე (72. ფლოკარი).
გოლები: 0:1 ერნანესი (5), 0:2 კლოზე (25), 0:3 კლოზე (36).
გაფრთხილება: ბლაზი, კუინტერო (პესკარა).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-12(4-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 000
სიენა-იუვენტუსი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო (68. ბოლცონი), ვერგასოლა, როდრიგესი, დელ გროსო - როზინა (81. რეჯინალდო), ზე ედუარდო (54. სესტუ) - კალაიო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - მარონე (80. კვალიარელა), ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი (67. ჯაკერინი), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე (46. ასამოა) - ვუჩინიჩი, ჯოვინკო.
გოლები: 0:1 პირლო (14), 1:1 კალაიო (47), 1:2 მარკიზიო (84).
გაფრთხილება: ნეტო, პაჩი, ფელიპე, ვერგასოლა, როზინა, ზე ედუარდო, სესტუ - კიელინი, ვუჩინიჩი.
გაძევება: კოსმი (42. სიენას მთავარი მწვრთნელი).
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 19-23; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7-15(3-8); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 12 000
ტორინო-კალიარი 0:1
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, დამბროზიო - გაცი, ბრიგი (77. სანსონე), სგრინია (53. მეჯორინი), სტევანოვიჩი (62. ვივესი) - ჩერჩი, ბიანკი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - აველარი, ასტორი, არიაუდო, პიზანო - დესენა (69. რიბეირო), ეკდალი, კონტი - ნაინგოლანი (88. ერიკსონი), ნენე, იბარბო (82. საუ).
გოლი: 0:1 ნენე (74-პენ.).
გაფრთხილება: დარმიანი - კონტი, ეკდალი, ნენე.
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7-10(2-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000
მილანი-ინტერი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
მილანი (4-2-3-1): აბიატი - ბონერა (51. აბატე), იეპესი, მექსე, დე შილიო (57. რობინიო) - მონტოლივო, დე იონგი - ემანუელსონი, ელ შაარავი (71. პაცინი), ბოატენგი - ბოიანი.
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო იესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო, გარგანო, ნაგატომო - კოუტინიო (46. გუარინი) - კასანო (53. პერეირა), მილიტო (71. პალასიო).
გოლი: 0:1 სამუელი (3).
გაფრთხილება: მექსე, იეპესი, მონტოლივო, დე იონგი - რანოკია, ჟუან იესუსი.
გაძევება: ნაგატომო (47. ინტერი).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-6(5-3); ბურთის ფლობა: 63%-34%.
მაყურებელი: 80 000
ნაპოლი-უდინეზე 2:1
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, ფერნანდესი, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი (87. ჯემაილი) - პანდევი (56. ინსინიე), კავანი.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - პერეირა (86. ფარაონი), პინცი (66. რანიჯი), ლაძარი, ალანი, პასკუალე - მაიკოსუელი - დი ნატალე (78. ბარეტო).
გოლები: 1:0 ჰამშიკი (30), 1:1 პინცი (43), 2:1 პანდევი (46).
გაფრთხილება: მაჯო, ჰამშიკი - ბენეტია, დანილო, მაიკოსუელი.
გაძევება: გვიდოლინი (78. უდინეზეს მთავარი მწვრთნელი).
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-8(6-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 45 000
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი |
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | იუვენტუსი | 7 | 6 | 1 | 0 | 17-4 | 19 |
2. | ნაპოლი | 7 | 6 | 1 | 0 | 14-3 | 19 |
3. | ლაციო | 7 | 5 | 0 | 2 | 12-6 | 15 |
4. | ინტერი | 7 | 5 | 0 | 2 | 11-6 | 15 |
5. | რომა | 7 | 3 | 2 | 2 | 14-11 | 11 |
6. | ფიორენტინა | 7 | 3 | 2 | 2 | 8-6 | 11 |
7. | კატანია | 7 | 3 | 2 | 2 | 9-11 | 11 |
8. | სამპდორია | 7 | 3 | 2 | 2 | 9-8 | 10 |
9. | ჯენოა | 7 | 2 | 3 | 2 | 8-8 | 9 |
10. | ტორინო | 7 | 2 | 3 | 2 | 9-5 | 8 |
11. | მილანი | 7 | 2 | 1 | 4 | 7-7 | 7 |
12. | ბოლონია | 7 | 2 | 1 | 4 | 9-10 | 7 |
13. | პესკარა | 7 | 2 | 1 | 4 | 6-14 | 7 |
14. | უდინეზე | 7 | 1 | 3 | 3 | 7-11 | 6 |
15. | პარმა | 7 | 1 | 3 | 3 | 6-10 | 6 |
16. | კიევო | 7 | 2 | 0 | 5 | 6-14 | 6 |
17. | პალერმო | 7 | 1 | 2 | 4 | 6-11 | 5 |
18. | ატალანტა | 7 | 2 | 1 | 4 | 5-11 | 5 |
19. | კალიარი | 7 | 1 | 2 | 4 | 4-11 | 5 |
20. | სიენა | 7 | 2 | 2 | 3 | 8-8 | 2 |
ბომბარდირები
6 - კავანი (ნაპოლი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო); 4 - ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), ბიანკი (ტორინო), კასანო (ინტერი).
მომდევნო ტური:
21 ოქტომბერი
ატალანტა-სიენა, კალიარი-ბოლონია, კიევო-ფიორენტინა, ჯენოა-რომა, ინტერი-კატანია, იუვენტუსი-ნაპოლი, ლაციო-მილანი, პალერმო-ტორინო, პარმა-სამპდორია, უდინეზე-პესკარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"