მასიმილიანო ალეგრიმ მსაჯები გააკრიტიკა

AutoSharing Option
"მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი "ინტერთან" (0:1) შეხვედრაში მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

"ჩვეულებრივ, მსაჯობას არ განვიხილავ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება მიხდება. რეფერის მუშაობამ მატჩზე გავლენა მოახდინა.

მაგალითად, ტექნიკური შეცდომა იყო, როდესაც შესვენების მაუწყებელი სასტვენი ვადაზე 12 წამით ადრე გაისმა.

ემანუელსონზე ბოლო იმედის ჯარიმა იყო და კიდევ უფრო აშკარა დარღვევისას რობინიოს წინააღმდეგ პენალტი არ დაინიშნა.

რა თქმა უნდა, ნაგამოტო გააძევეს, მაგრამ ეს ისედაც გასაგებია - მსაჯს მისთვის კიდევ ერთი ყვითელი ბარათის მიცემა არ შეეძლო. არ მესმის, რა მოხდა მონტოლივოს გოლის დროს და რატომ
ჩასტვინა მსაჯმა.

ეს ყველაფერი ჩვენთვის გამართლება არ არის, თუმცა მსაჯები "მილანის" წინააღმდეგ ცდებოდნენ", - მიიჩნევს მასიმილიანო ალეგრი.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VII ტური: მილანში "ინტერი" მეფობს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული