"ვფიქრობ, ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი საუკეთესო თამაში იყო და გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, განსაკუთრებით, იუტო ნაგამოტოს გაძევების შემდეგ", - განაცხადა "როსონერის" ნახევარმცველმა "ინტერთან" 0:1-ით დამარცხების შემდეგ.
"იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ სამი ქულა ნამდვილად დავიმსახურეთ. "ინტერი" დაცვიდან თამაშობდა და მათ ცოტა გაუმართლათ.
ახლა საერთაშორისო პაუზა იწყება, შემდეგ კი "ლაციოსთან" მნიშვნელოვანი თამაში გველის. ქულები რეგულარულად უნდა მოვიპოვოთ", - შეაჯამა იტალიელმა.
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VII ტური: მილანში "ინტერი" მეფობს