"ის, რომ "სიენას" მოვუგეთ, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მე გოლი გავიტანე. ამასთან, მატჩი არცთუ იოლი გამოდგა. მეტოქემ არცთუ ცოტა პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ სასწორის პინის ჩვენს მხარეს გადმოხრა მაინც მოვახერხეთ.
გამარჯვება იმის წყალობით მოვიპოვეთ, რომ მეორე ტაიმში შესამჩნევად მოვუმატეთ და საბოლოო ჯამში "სიენას" ორგანიზებული დაცვის გატეხვა მოვახერხეთ", - აღნიშნა მარკიზიომ.
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VII ტური: მილანში "ინტერი" მეფობს [VIDEO]