"მილანთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ "ნერაძური" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. "ლაციოს" ბურთების სხვაობით ჩამორჩება; ასევე, ოთხი ქულით ჩამორჩება "იუვენტუსს" და "ნაპოლის".
"ნაპოლი" და "იუვენტუსი" ჯერჯერობით დამაჯერებლად ლიდერობენ, მაგრამ ჩამოწერილები არც ჩვენ ვართ. იმედი მაქვს, რომ "ინტერი" საჩემპიონო რბოლას ბოლომდე შემორჩება.
"მილანის" წინააღმდეგ სათამაშოდ იმ რწმენით გამოვედით, რომ "ინტერი" ძლიერია. როდესაც გვჭირდება, ბრძოლა მართლაც შეგვიძლია, რაც "როსონერისთან" შეხვედრაშიც გამოვაჩინეთ", - განაცხადა ძანეტიმ.