სერია A-ს ეს დაპირისპირება საერთაშორისო მატჩებით გამოწვეული შესვენების შემდეგ 21 ოქტომბერს გაიმართება.
შვიდი ტურის შემდეგ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ფეხდაფეხ მიდიან და საკუთარ აქტივში ორივე გუნდს 19 ქულა აქვს. ამიტომ მათი დუელი ახლა ჩვეულებრივზე უფრო დიდ ინტერესს იწვევს.
"იუვენტუსთან" სათამაშოდ ახლავე მზად ვართ, მაგრამ მეტოქეზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ბევრ ფეხბურთელს სანაკრებო მატჩები ელის.
მნიშვნელოვანია, რომ "უდინეზესთან" გამარჯვებას მივაღწიეთ, მაშინ, როცა უკვე ვიცოდით, რომ "იუვენტუსმა" თავისი თამაში მოიგო.