ანდრეა სტრამაჩონი: "მილანთან" გამარჯვება სამი მოგებული მატჩის ტოლფასია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ მილანურ დერბიში გამარჯვებისთვის თავისი გუნდი კიდევ ერთხელ შეაქო.

"ღირდა თუ არა "მილანთან" მოგება 6 ქულად? ეს ნამდვილად ასე იქნებოდა, ჩვეულებრივ მატჩში რომ მოგვეგო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება სამი მოგებული შეხვედრის ტოლფასია, რადგან "მილანის" შეტევებს ათი კაცის შემადგენლობით ვუმკლავდებოდით.

ეჭვგარეშეა, რომ ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, თუ თამაშის მიმდინარეობას გადავხედავთ. მთელი მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში ვთამაშობდით, რის გამოც აუცილებელი იყო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმყარე გამოგვევლინა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მილანური დერბი "ინტერის"
სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული