"მილანმა" სტეფან ელ შაარავი "ინტერს" და "იუვენტუსს" ხელიდან გამოგლიჯა

AutoSharing Option
სანამ სხვა გრანდები "ჯენოას" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს სტეფან ელ შაარავის აკვირდებოდნენ და ფიქრობდნენ, "მილანი" მოქმედებდა.

"როსონერიმ" ელ შაარავი საქმის სწრაფად წარმოების უნარის შედეგად შეიძინა. მას "ინტერი" და "იუვენტუსიც" აკვირდებოდნენ, მაგრამ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი სწრაფად მოქმედებდა", - განაცხადა სტეფანის აგენტმა რობერტო ლა ფლორიომ.

გასულ სეზონში სტეფანმა "მილანის" შემადგენლობაში სულ ორი გოლი გაიტანა; სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონში უკვე ოთხჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული