"მილანში" მასიმილიანო ალეგრის დღეები დათვლილია?

AutoSharing Option
"მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრისთვის "ლაციოსთან" მომდევნო მატჩი შესაძლოა "როსონერის" მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი აღმოჩნდეს.

თუ "მილანი" დამარცხდა, ალეგრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

თუ მოვლენები ამგვარად წარიმართა, გუნდის თავკაცის მოვალეობას სეზონის ბოლომდე ალეგრის თანაშემწე მაურო ტასოტი შეასრულებს.

ზაფხულში "მილანი" პეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებას ეცდება (რომელიც ამჟამად უმუშევარია) ან ლუჩანო სპალეტის გადმოიბირებს.

გვარდიოლა "როსონერის" 6 მილიონი ევრო დაუჯდება. ცნობილია თანხაც, რომელსაც გვარდიოლა ახალ მოთამაშეებზე დახარჯავს - 80 მილიონი ევრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული